Friday, October 17, 2008

ბრძნული გამონათქვამები


„ცოდნას ყოველთვის წინ უსწრებს ვარაუდი"

იოჰან გოტლიბ ფიხტე

***

„იმისთვის, რომ სრულ წარმატებას მიაღწიო, აუცილებელია, სტილის სილამაზეს დიდი იდეებიც ამშვენებდეს"

ჰელვეციუსი

Thursday, October 16, 2008

ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ

ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ,
იმ ერთის ხილვის თუ გახდი ღირსი...
არაერთს ისე მოეღო ბოლო,
თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის...

ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ,
სად არის იგი, ეს ღმერთმა იცის,
იმ ერთის ხილვის, იმ ერთის პოვნის,
ათასში ერთი გამხდარა ღირსი...

ჭიდილი

ხან გული სჯის გონებას,
ხან გონება _ გულს,
როცა გული იმარჯვებს,
გეძებ დაკარგულს,
მაგრამ როცა გონება
ჩამიხერგავს გზებს,
არ მშორდება ფიქრები,_
რატომ დაგეძებ...
სული სხეულს ატარებს,
ხან სხეული _ სულს.
ვეძებ ამ დიდ ჭიდილში
ლამაზ დასასრულს.

ეთერ მონასელიძე